ფილმის შესახებ: ჩვენს წელთაღრიცხვამდე 480 წელი. თერმოფილესთან 300 მამაცი სპარტელი მეომარი, მეფე ლეონიდასის მეთაურობით იბრძვის ბარბაროსთა რაზმების წინააღმდეგ. მათ მოუძღვება ქსერქსე, ძლევამოსილი მეთაური, რომელმაც თავი "მეფე-ღმერთად" გამოაცხადა და დაიპყო ნახევარი მსოფლიო. ახლა კი საბერძნეთს, სპარტას მიადგა. თუმცა თავისუფლებისთვის მებრძოლი მამაცი რაინდების მოდრეკა, არცთუისე ადვილია. მათ მაგალითზე კი, მთელი საბერძნეთის ერი ბარბაროსების წინააღმდეგ გაერთიანდა...